პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შედეგ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ განცხადებებს აკეთებენ.
“ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ ქალთან მგონი ჩემგან არ არის სწორი, რომ შევიდე მასთან რაღაცა პოლემიკაში და არ შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ”, – განაცხადა კობახიძემ ანი წითლიძეზე მას შემდეგ, რაც ენმ-ს დეპუტატმა მას ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებაში ხელი შეუშალა და “რუსეთის ჯაშუში” უწოდა.
პაპუაშვილი ქალი დეპუტატების მიერ წულუკიანის მიმართ გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.
“ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლის პარლამენტში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა. ქალი დეპუტატების გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი”, – ამბობს პაპუაშვილი.