ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იქნებ, ფარცხალაძე ენმ-ის ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და ამ დრომდე ე.წ. მძინარე აგენტი იყო? – კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „ტვ პირველმა“ აშშ-ს მიერ დასანქცირებული გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს, ვინ გადაიბირა ფარცხალაძე, ვინ იყო მისი მოკავშირე, ჰქონდა თუ არა მას რუსეთის გავლენიან პირებთან კონტაქტი.

„ქართულ სპეცსამსახურებს, კონტრდაზვერვას უთხრეს, რომ თქვენ უბრალოდ არ არსებობთ, თქვენთან ჩანერგილი იყო „თხუნელა“. ფარცხალაძე სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ახორციელებდა პოლიტიკაზე ზეგავლენას და არა მარტო. ამოცანა გვეკითხება, რა იყო ზეგავლენის ხარისხი, რა იყო სახელმწიფო ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების ზიანის ხარისხი, როდის მოხდა ამ ადამიანის გადაბირება, იქნებ ენმ-ის ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და მთელი ამ წლების განმავლობაში ე.წ. მძინარე აგენტი იყო, თეორიულად ესეც შესაძლებელია. „ქართულ ოცნებას“ რომ ტვინი და კომპეტენცია ჰქონდეს, მე ამ იდეას გავუწევდი ლობირებას. ამიტომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქსელი რა იყო“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-მ ფარცხალაძე ფსბ-ს აგენტობისა და ქართულ საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის გატარების მოტივით დაასანქცირა. მისი ანგარიშები გაყინა ქართულმა ბანკებმაც.

იტვირთბა....