ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერევანში მწვავე პროტესტია – აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის შტურმით აღება სცადეს

ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე ერევანში, მთავრობის შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობაში შევარდნაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.

იტვირთბა....