ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი და დაშავებულია 11 ადამიანი“ – არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან რვა ბავშვია.

ამასთან, სომხური მხარე სტეფანაკერტში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ ავრცელებს ცნობებს. ქალაქ სტეფანაკერტს აზერბაიჯანული მხარე ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.

იტვირთბა....