ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შესახებ განცხადებაა გააკეთა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად.

აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”

იტვირთბა....