ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვვარაუდობ, რომ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მისცა შანსი, აქტივები ქვეყნიდან გაეტანა” – სამადაშვილი

ის, ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაუბლოკა, “ლელოს” წევრს სალომე სამადაშვილს კითხვებს უჩენს.

“ერთი რამ არის ცხადი, რომ ხუთშაბათს გამოცხადდა სანქციები ფარცხალაძესთან მიმართებაში და ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, დაებლოკა მისი ანგარიშებისადმი წვდომა რამდენიმე დღის შემდეგ. ამიტომ, ვარაუდები, რომ ფარცხალაძემ ისარგებლა დროით და გაიტანა საკუთარი აქტივები ანუ ფაქტობრივად, ეროვნულმა ბანკმა მას მისცა ამის შანსი იმით, რომ დაუყოვნებლივ არ დაბლოკა ეს ანგარიშები, ეს არის საფუძვლიანი ვარაუდი. მე ვერ ვგეტყვით,ეს ასე მოხდა თუ არა, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად იყო ამის გაკეტება” – ამბობს სამადაშვილი.

იტვირთბა....