“ერთი პატრიოტი კაცი მაინც როგორ არ მუშაობს ან კონტრდაზვერვაში ან სუს-ში, რომ ეთქვა, ასეთ რამეს მაინც ნუ იძახითო” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“ამერიკელებმა გვითხრეს ფარცხალაძეზე, რომ ეგ კაცი არის ვიგინდარა, საქართველოს მოღალატეო. სხვა ქვეყნის ჯაშუშობა, ნებისმიერი ქვეყნის ჯაშუშობა და აგენტობა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მოღალატეობას, მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშობა და მისი სპეცსამსახურის. მგონი იცით, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია და მისი სპეცსამსახურის აგენტობა არის სამშობლოს მოღალატეობა. ამ დროს გამოდის სუს-ი და აკეთებს უაღრესად სამარცხვინო განცხადებას, რომ მტკიცებულებები მოგვეცითო. ერთი პატრიოტი კაცი მაინც როგორ არ მუშაობს ან კონტრდაზვერვაში ან სუს-ში, რომ ეთქვა, ასეთ რამეს მაინც ნუ იძახითო. სუს-ი არის სამსახური, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს ვინ არის ჯაშუში და ვინ არა. სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ან უნდა მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის – ვის აბრალებთ, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო?! ან მანამდე უნდა დაეჭირა და თვითონ გამოევლინა ეს. ჩვენ რომ დაგვდევდეს და გვიღებდეს ვინ სად დადის, ამისთვის კი არ არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იყოს“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.