ოპოზიციის მთავარ საზრუნავად კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება, ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ამის ახსნაა, კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა, ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.