ირაკლი კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეებზე მაღლა დააყენა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გამოაცხო. პირველი, ეს არის ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადება, რომ ეროვნული ბანკი თურმე არაკონსტიტუციურად იქცევა – ეს განცხადება ნიშნავს, რომ კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. თუ ქართული ფინანსური სისტემა ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, დასანქცირების საფრთხის წინაშე დგება მთელი ქართული ფინანსური სექტორი, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკურ გაუბედურებას, დეფოლტს, გაღარიბებას და არ გვექნება წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან. თავი დავანებოთ იმას, კობახიძე რომ სახელმწიფო დეპარტამენტს თავს ესხმის. საქართველოს მოქალაქეებზე მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ჯაშუში ფარცხალაძე. თუ სანქცირებულ პირებს მოემსახურება ქართული ფინანსური სექტორი, ტოტალური კატასტროფა მოხდება, ვისაც საბანკო ანგარიშები გაქვთ, ყველას შეეზღუდება ამ ანგარიშებით სარგებლობა“ – განაცხადა ვაშაძემ.