უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
“ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მივიღებ მონაწილეობას გენერალური ასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“ – აცხადებს ზელენსკი.