ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას X-ზე (Twitter) ეხმაურება და წერს, რომ დროა, კონკრეტულად შესრულდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები.
“მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად [მისაღებად] ,” – წერს მიშელი.