მთავარი

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

“ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული.

ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს “ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია”, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად. […]

ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში”, – თქვა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....