ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თქვენი ყოველი ბრიფინგი მხოლოდ იუმორის აფეთქებას გამოიწვევს“ – ნინო ლომჯარია სუს-ს

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით დღეს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-ნოემბერში გადატრიალებას გეგმავს.

ის სუს-ს მიმართავს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia სანამ ფარცხალაძეზე არ მოგვიყვებით რას გეგმავდა საქართველოში ფსბ-ს დავალებით, ვინ არიან მისი მოკავშირეები თუ ხელის დამფარებლები, მანამდე თქვენი ყოველი ბრიფინგი მხოლოდ იუმორის აფეთქებას გამოიწვევს“, – წერს ლომჯარია.

იტვირთბა....