ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეები ფარცხალაძესთან ფორმულირდება და ივანიშვილთან და მოსკოვთან თანხმდება” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა.
ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც.
ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც“, – აღნიშნულია პოსტში.

იტვირთბა....