ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ „ხმაურმა“ არ უნდა დაგვაკარგინოს ფოკუსი რეალურ საკითხებზე“ – საბა ბუაძე სუს-ის ბრიფინგზე

„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე, სოციალური ქსელით დღეს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-ნოემბერში გადატრიალებას გეგმავს.

„ეს ბრიფინგი არის სუს-ის ასებული ფორმით გაუქმების კიდევ ერთი არგუმენტი.
ეს სამარცხვინო ბოდვა არის ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა და მინიშნება იმაზე თუ როგორი იქნება არჩევნები და წინაასარჩევნო პერიოდი.
ამ „ხმაურმა“ არ უნდა დაგვაკარგინოს ფოკუსი რეალურ საკითხებზე – ფარცხალაძეზე, ღარიბაშვილზე, კალაძეზე და იმ სისტემურ დანაშაულებზე, რომლის თანამონაწილეც თავად სუსია“, – წერს ის.

იტვირთბა....