ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს” – რას წერს ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით დღეს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-ნოემბერში გადატრიალებას გეგმავს.

„სუსის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან “პაკრიშკების რევოლუცია”. მიაზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცეების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დაანონსეს ‘კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი და პრაქტიკურლად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს.
გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებიულ ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი “რუსული მოთხრობის” უკან.
ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას“, – წერს ის.

იტვირთბა....