ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტი პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

„თქვენ ალბათ, აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა და წახალისება იმისა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ნუ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება,“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილი ისევ მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა დასავლეში, ამჯერად შვეიცარიაში.

იტვირთბა....