ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 800 000 ადამიანი კი დააზარალა – ამის შესახებ ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია იუწყება.
როგორც ცნობილია, 10 ათასზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
დანგრეულია 2 217 შენობა. სამძებრო სამაშველო სამუშოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქ დერნაში ჯერ კიდევ ბევრია მსხვერპლთა ცხედრები, რომლებიც ტალახის ქვეშაა დამარხული ან ზღვაში ჩატანილი. ბოლო სამი დღის განმავლობაში მაშველებმა 450-ზე მეტი ცხედარი ნახეს დერნას მახლობლად მდებარე პლაჟებიდან.