ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა ოლიგარქია” – გიორგი ვაშაძე

“მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა ოლიგარქია” – აღნიშნულის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“გუშინ „ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში“ ვიხილეთ პირდაპირი მტკიცებულება მმართველობის ფორმის, რომელიც დღეს ქვეყანაშია დამყარებული. ამჯერად, კალაძე, როგორ იყენებს პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს. ისინი უკვე აღარც კი კადრულობენ სხვა მოკვდავ ადამიანებთან ერთად ფრენას. საყიდლებზე, დასასვენებლად, სახელმწიფო ხარჯებით დადიან. ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. კალაძე, ღარიბაშვილი პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებენ. ხალხი ღარიბია და უმძიმეს ვითარებაშია. მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა ოლიგარქია” – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....