ღარიბაშვილის და კალაძის ეს, სავარაუდოდ, კორუფციული ვოიაჟები აუცილებლად საჭიროებს შესწავლას – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
“ღარიბაშვილის და კალაძის ეს, სავარაუდოდ, კორუფციული ვოიაჟები აუცილებლად საჭიროებს შესწავლას. სახეზე არის, ერთის მხრივ, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, სამარცხვინო და თანამდებობისთვის შეუფერებელი ქცევა და მეორეს მხრივ, სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ყველა ამ მზაგვრობას სჭირდება შესაბამისი შესწავლა” – ამბობს საბა ბუაძე.
ცნობისთვის, გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერიც დაფრინავდა.