ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველ რიგში უნდა შეაჩერონ ფარცხალაძესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა” – გოცირიძე

“პირველ რიგში უნდა შეაჩერონ ფარცხალაძესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა” – ამის შესახებ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხდა.

“სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძეს დაუწესა, განეკუთვნება პერსონალური სანქციების კატეგორიას. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს, ქონებისა და ანგარიშების ბლოკირებას როგორც ფუზიკური პირის მიმართ, ასევე იმ იურიდიული პირების მიმართაც, რომელშიაც იგი ფლობს წილებს. ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ მათთან რაიმე სახის საქმიანი კონტაქტების დამყარება. სავაჭრო აკრძალვები ვრცელდება სანქცირებული პირის მონაწილეობით არსებულ იმ კომპანიებზე, რომელშიაც იგი ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას ფარცხალაძის მიმართ: პირველ რიგში უნდა შეაჩერონ მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა. თუ აღმოჩნდა, რომ ასე არ მოხდა, შესაძლებელია მძიმე დარტყმა მიიღოს ქვეყნის საბანკო სისტემამ. აქ მნიშვნელობა არა აქვს, უერთდება ქვეყანა სანქციებს თუ არა, აქ მთავარია, ეხმარები თუ არა სანქცირებულ პირს სანქციების გვერდის ავლაში. ამერიკული ბანკების მხრიდან მსგავს დარღვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება, რასაც სხვა დასავლური ბანკებიც შეუერთდებიან.
რაც შეეხება საქართველოში ფარცხალაძის მიერ საკუთრების ფლობას, ბიზნესწილებს და ა. შ. ამის თაობაზე უნდა გაიაროს კონსულტაცია ხელისუფლებამ ამერიკის შესაბამის სამსახურებთან, რადგან მსგავსი სახის სანქია პირველად არის გამოყენებული საქართველოს მოქალაქის მიმართ. ბიზნესს სრულფასოვნად რომ ვერ აწარმოებს აქ, ეს ფაქტია-საბანკო ანგარიშსწორება შეზღუდული ექნება, უცხოეთში ფულს ვერ გადარიცხავს, ქართულმა ბანკებმა რომც მოინდომონ, რადგან მისი გვარი უკვე ყველა დასავლურმა ბანკმა იცის, ხოლო მხოლოდ ლარის ანგარიშებით თუ განახორციელებს შიდა ოპერაციებს, მაშინ ქართული ბანკები დგებიან საფრთხის წინაშე.
ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში ხელისუფლებისაგან იმ ზომების ჩამონათვალს, რაც იქნება გატარებული რუსეთის ამ აგენტის მიმართ” – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....