ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 300-ს მიაღწია – ამის შესახებ ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია იუწყება.
როგორც ცნობილია, 10 ათასზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
დანგრეულია 2 217 შენობა. სამძებრო სამაშველო სამუშოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.