ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს. რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო იუწყება, რომ ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ამჯად ამინს განუცხადეს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. როგორც გამოცემა იტყობინება, მათი სახლს უშიშროების ძალებმა ალყაც შემოარტყეს.

ცნობისთვის, 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც “მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის

იტვირთბა....