ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღარიბაშვილს გაჭირვებული სტუდენტები მაშინ გაახსენდა, როცა კორუფციულ ფსკერზე აღმოჩნდა“ – ხატია დეკანოიძე

პარლამენტარი ხატია დეკანოიძე სოციალური ქსელით მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ 2 სიახლეს გამოეხმაურა.

„წლებია ვითხოვთ სტუდენტების დახმარებას. თუმცა ღარიბაშვილს გაჭირვებული სტუდენტები მაშინ გაახსენდა, როცა კორუფციულ ფსკერზე აღმოჩნდა.
შოვიც მაშინ გაახსენდა, როცა ფარცხალაძე ფსბ-ს აგენტად განცხადდა.
არ არსებობს სამშობლოს ღალატის გადაფარვა ფარისევლობით და პოპულიზმით“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა თქვა, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ და ასევე შოვისა და გურიის სტიქიების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთ მთავრობა 20 000-20 000 ლარით დაეხმარება.

ამასთან, გუშინ აშშ-მ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთახ ფარცხალაძე დაასანქცირა.

იტვირთბა....