ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

პარლამენტის წევრებმა წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. დეპუტატებმა ემიგრანტებს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჯილდოები გადასცეს.

წლევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართა, 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა. 5 ემიგრანტს ჯილდოები ადგილსამყოფელ ქვეყნებში გადაეცემათ.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლისა“ და მისი დამფუძნებლის ინა ასანიძის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით.

იტვირთბა....