ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამწუხაროდ, ბოლო დროს, აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“ – გურამ მაჭარაშვილი

აშშ-მ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერი განმარტებით, „სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგო სექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის“. ფარცხალაძეც მათ შორისაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა.

მაჭარაშვილის თქმით, აშშ-მ სულ რაღაც ორი დღის წინ რუსეთის სამ მოქალაქეს მოუხსნა სანქციები, საქართველოს მოქალაქეს კი დაუწესა, რაც ძალიან სამწუხაროა.

მანვე აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებას აბსურდული საფუძველი აქვს, რადგან ფარცხალაძე საერთოდ არ ოპერირებს საჯარო სივრცეში და როგორ შეიძლება მან გავლენა იქონიოს ქართულ საზოგადოებაზე.

გურამ მაჭრაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ბოლო დროს, ამერიკის ხელისუფლებას ახასიათებს, რომ ის საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს; როგორც სუვერენულ სუბიექტს საერთაშორისო ურთიერთობებში.

[su_quote] ამერიკის მხარემ სულ რაღაც ორი დღის წინ რუსეთის სამ მოქალაქეს მოუხსნა სანქციები, საქართველოს მოქალაქეს კი დაუწესა. ეს ძალიან სამწუხაროა.

ასევე სამწუხაროა, რომ 10 წელია, ფარცხალაძე საჯარო სექტორში არ მუშაობს, საჯარო სივრცეშიც არ ოპერირებს. ადამიანები რომ გააჩეროთ, საერთოდ არც იცნობენ მას.

ბრალდება, რაც ამერიკის მხრიდაა, რომ თითქოს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობით საქართველოს საზოგადოებაზე აქვს ნეგატიური გავლენა, არის აბსურდული. როგორ შეიძლება თანამდებობაზე არმყოფს ადამიანს, რომელიც საჯარო სივრცეში არ გამოდის, არც ინტერვიუს იძლევა, კეზერაშვილისგან განსხვავებით, ჰქონდეს გავლენა საზოგადოებაზე.

აქ გათვლა ძალიან მარტივია. აქაურმა ომის პარტიამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ ეს იყო ამერიკის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რადგან ისინი მმართველ ძალას ვერ პატიობენ მეორე ფრონტის არგახსნას და ასე ცდილობენ გარკვეულ პროვოცირებას.

ოპოზიცია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიისგან უარყოფით პასუხს ელოდება და ამასთან ერთად, ეს სანქციის საკითხიც უნდათ გამოიყენონ არეულობის მოსაწყობად. ამას აქაური ომის პარტია აღარც მალავს.

რაც შეეხება ფარცხალაძის დასანქცირების თემაზე საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის კომუნიკაციას, ამ აბსურდულ თემაზე, ისინი, რა თქმა უნდა ვერაფერს იტყვიან.

რამდენიმე თვის წინ 4 მოსამართლე დასანქცირდა ასევე აბსურდული, არარსებული მტკიცებულებებით. ამერიკის ელჩი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს სანქციები დააწესეს ისეთი საფუძვლების მიხედვით, რომელთაც ვერ იტყვიან.

აი, დაახლოებით ამ ტიპისაა ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციაცა და მისი შინაარსიც.

სამწუხაროდ, ბოლო დროს, ამერიკის ხელისუფლებას ახასიათებს, რომ ის საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს; როგორც სუვერენულ სუბიექტს საერთაშორისო ურთიერთობებში.
ბოლო პერიოდში, ხშირად, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკება ქართველი ხალხის სახელით. არადა ქართველი ხალხის სახელით საუბრობს ქართული ხელისუფლება. ამის ფონზე, ხომ ხვდებით, რა პარტნიორულ ურთიერთობაზე შეიძლება იყოს საუბარი.

ამდენად, აღნიშნული სანქცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად გაშიფრა აქაურმა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“. [/su_quote]

– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....