ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა – წყალდიდობა ლიბიაში

Associated Press-ის ცნობით, ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. 10 000 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

CNN-ის ინფორმაციით, წყალდიდობამ ამ დროისთვის 8 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი. გარდა ამისა, ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანი ხელს უშლის წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნას.

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

იტვირთბა....