ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოტასების ქურდი, ალბათ, მის ცხოვრებაში მოფერებით სახელად დარჩება“ – ბოტკოველი ფარცხალაძეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი, „ტვ პირველის“ ეთერში აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა.

„მოსამართლეების დასანქცირება ფარცხალაძის დასანქცირებასთან ვერ მივა, პირდაპირ სახდეპმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია რუსეთის მხარდაჭერაში უკრაინასთან ომში, ამით განაცხადი გაკეთებულია იმიტომ, რომ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, დაახლოებული ივანიშვილთან, მაშინ, როდესაც ის რუსეთის მოქალაქე გახდა, დასჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობა და ივანიშვილის დავალებით ალბათ, იუსტიციის სამინისტრომ ან პრეზიდენტმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა.

ფარცხალაძე არის ყველაზე რეალური ფაქტი, რითიც დასტურდება ივანიშვილის მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

გავა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, არაფრით განსხვავდება ფარცხალაძე ღარიბაშვილი-კობახიძისგან, ხვალ საინტერესოა, როგორ გადაფარავენ,“ – განაცხადა ბოტკოველმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიs, მეთიუ მილერი განმარტებით, აშშ-მ დაასანქცირა ხალხი, რომლებიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგო სექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის.

სანქცირებულები არიან ისინიც, ვინც ტექნოლოგიებს აწვდიან რუსეთს იმისთვის, რომ გააძლიეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
სანქცირებულთა შორის არიან რუსი ოლიგარქები, სხვადასხვა ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ” ,  – განაცხადა მილერმა.

იტვირთბა....