ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაგვიბრუნეთ სკოლა” – მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის აშენების მოთხოვნით აქციას მართავენ

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები, შვილებთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ და ახალი შენობის გამოყოფას ითხოვენ.

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა.

ისინი ამბობენ, რომ მე-4 სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლა კი ადგილზე საპარკინგე სივრცეა მოწყობილი. ამბობენ, რომ შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

იტვირთბა....