ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ივანიშვილის კლანი ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს.
ქართველმა ხალხმა ამ ლაქის ჩამოსარეცხად, ივანიშვილი და მისი კლანი უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას.. გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, ოდიოზური ფიგურა, რომელთა მიმართაც ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული საქართველოს საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და ამან თავისი გამოხმაურება პოვა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაში”, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

