ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ ენმ-სთან შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება – ბეჟაშვილი

დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ ენმ-სთან შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება

„მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

იტვირთბა....