[su_quote] იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს.
დარბაზში მოსულ ხალხს კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად და არა ქვემოდან ელაპარაკა, თუნდაც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს. [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი თბილისში 7-8 სექტემბერს იმყოფებოდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა საერთო ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო ითხოვს დასავლეთისგან სამართლიან მოპყრობას; რომ საქართველოს ეკუთვნოდა სტატუსი და გასულ წელს არ მიენიჭა.