ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის ქადაგიძის შემცვლელი, ეროვნული ბანკის ახალი შეფი კობა გვენეტაძე?

“ბატონი კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, ის მუშაობდა წლების განმავლობაში და მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, საფინანსო სექტორში. ეკონომიკის მიმართულებით მას მუშაობის ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს”. – ასე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა მაშინ ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი კობა გვენეტაძე.

ვინ არის კობა გვენეტაძე და რა გამოცდილება აქვს ფინანსურ სფეროში მუშაობის?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 1994 წელს ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მაგისტრის აკადემიურს ხარისხს კი გვენეტაძე ამერიკაში დაეუფლა.

კობა გვენეტაძე 2000-2002 წლებში სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, ის 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მანამდე გვენეტაძე სავალუტო ფონდშიც მუშაობდა. 1996-1998 წლებში, გვენეტაძე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავისი კარიერა კერძო სექტორს დაუკავშირა და 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე, კომპანია Galt and Taggart-ში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

“მეტრონომი” გვენეტაძის ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესდა.

declaration.gov.ge-ზე კობა გვენეტაძის 2002 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უძრავ ქონებას თბილისში მდებარე ბინა, ავტოფარეხი და პიანინო შეადგენს.

 

იტვირთბა....