ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ თანხის აღებისთანავე ბ-ნმა ანზორმა არ ამოარტყა ჩეკი, ტრანზაქცია ითვლება არალეგალურად” – ზურაბ ჯაფარიძე პრემიერის ჩარტერზე

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ ჩარტერს.

„ისევ ტარიელის ამბავზე (რომ არ ტირის, იმაზე)
ვთქვათ მართლა ქეშით გადაიხადა
ქეშით გადახდისას არსებობს ჩეკის ამორტყმის საკანონმდებლო ვალდებულება
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს საკასო აპარატი?
თუ თანხის აღებისთანავე ბ-ნმა ანზორმა არ ამოარტყა ჩეკი, ტრანზაქცია ითვლება არალეგალურად და ითვალისწინებს ჯარიმებს, ხოლო დიდ ოდენობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
ნაღდი ანგარიშსწორების ინფორმაცია პირდაპირი გზით, მყისიერად მიდის საგადასახადო ორგანოებში. ბ-ნი ანზორის საკასო აპარატის ეს ტრანზაქცია ასახულია მათთან?
თუ საკასო აპარატი არ აქვთ და/ან ჩეკი არ ამოირტყა და/ან საგადასახადოში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ე.ი. თანხა არ მიუღიათ და გვა&₾ევებენ (რაც ისედაც ვიცით)
ასე არაა ბ-ნო ანზორ, ჯიგარო?“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

იტვირთბა....