ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა – ოლივერ ვარჰეი

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ EU-ს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა.

ვარჰეის თქმით, საქართველოს მთავრობამ მხოლოდ 3 რეკომენცადია შეასრულა.

„საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

იტვირთბა....