ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარშან EU-მ მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღეს მიმდინარე კონფერენციაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, შარშან EU-მ მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა.

„ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ვნახეთ, რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე თუ სხვა ასეთ საკითხებზე. სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი და ეს რა თქმა უნდა, არის ამავე დროს გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, რაც იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე ასეთი გადაწყვეტილება, არამედ არის გზავნილი მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გააცნობიეროს კიდევ ერთხელ თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს ამ ჯერზე მაინც, სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....