ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმდენად შეშინებულია პრეზიდენტი, ელჩებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გადის კონსულტაციებს – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი იმდენად შეშინებულია, რომ ელჩებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხმო და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს.

„ძალიან შეშინებულია, რადგან იცის, რაც გააკეთა. იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, ეს იცის, რომ ამის ნაკლები შანსია, გაბედა და დაარღვია კონსტიტუცია. შემაკავებელი ფაქტორი ის კი არ იყო, რომ კონსტიტუციისთვის პატივი ეცა, ის იყო, რომ ვერ გადააყენებდნენ. შემაკავებელი ფაქტორი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის არ ჩადენა და შესაბამისი სასჯელის მოლოდინი გახდა მაშინ, როდესაც მან მტკიცებულება დადო. თავად ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, როდესაც პირადი ხარჯებით წავიდა. მას თუ მიაჩნდა და მყარად იყო დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა და უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებულიყო, მაშინ ის ამას სახელმწიფო ხარჯით გააკეთებდა, მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან მან გადაწყვიტა, თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, მან იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, ხარჯებთან დაკავშირებით, ამას ემატებოდა, რომ ეს ამავდროულად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა. სასჯელი მოჰყვება ყველა დანაშაულს, ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტი. ალბათ სასჯელმა შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, რადგან იცის 100 ხმა არ გვაქვს.

კონსტიტუციაა დიდი ამბავი, კონსტიტუცია დაარღვია მერე რა – ეს მესიჯ ბოქსია, წარმოიდგინეთ რაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ თუ კონსტიტუციას არ ვეცით პატივი, რომელი კანონის დაცვაზე, რომელ კანონიერებაზე და სამართლის უზენაესობაზეა ლაპარაკი. კონსტიტუციის დარღვევა მერე რა-თი გასატარებელი, ამ თავხედური მესიჯით გასატარებელი რამ არ უნდა იყოს არასდროს, ეს უნდა დავიმახსოვროთ და უნდა გვქონდეს ქცევის წესად, ეს არის მარტივი ამბავი, თუ გვინდა, რომ ნამდვილად ევროპელები ვიყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....