ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არასდროს გავნულდები; არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე მიგულისხმა“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღისწინანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მელიას თქმით, განულებასთან დაკავშირებით სააკაშვილს ის არ უგულისხმია.

„არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ოდესმე შეიძლება გავნულდეთ. მარტივი მიზეზი აქვს ამას, იმიტომ, რომ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს.

არ შეიძლება იყო ხალხის ინტერესის გამტარებელი და პოლიტიკაში ამ ამბიციით იყო და ოდესმე შეიძლება განულდე. მე არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიგულისხმა მე. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მოსაზრებაში. დღეს მე ვარ ძალიან ახლოს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებთან. დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. თუ გიგი უგულავა და სხვები ამ ყველაფერს ადეკვატურად უყურებენ და უყურებენ, მისასალმებელია“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, ბოკერიას მსგავსად, განულდება.

იტვირთბა....