ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია – შულგა

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ოლექსანდრ შულგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი უნდა იყოს. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიცირებული დახმარების მიღება”, – განაცხადა შულგამ.

თარგმანი: IPN

იტვირთბა....