ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას ხვდება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დღე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნიკა მელიას ხვდება.

შეხვედრამდე მელიამ კომენტარი გააკეთა.

„ეს უკვე ნიშნავს ოლიგარქიულ რეჟიმს, სადაც იცი, რომ პარლამენტში არის ოპოზიციური წარმომადგენლობა და სახელისუფლებო წარმომადგენლობა უმრავლესობის სახით, მაგრამ რწმენა, რომ ოპოზიცია, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, დადგება თავის სიმაღლეზე, საზოგადოებაში არ არსებობს. ითვალისწინებენ გასული წლების პრაქტიკას, თუმცა მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ მოხდეს, აქ ხომ ერთ და ორ ხმაზე არ არის საუბარი. თუმცა იქ სადაც ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული აქვს ხელისუფლება და მძიმე ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული, არაფერი არ არის გამორიცხული, სწორედ ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

ამასთან, თავის მხრივ, ზურაბიშვილმა ამ კვირაში დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა “ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და “საქართველოსთვის” წევრ ანა ბუჩუკურს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანი წითლიძესა და “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.

იტვირთბა....