ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, მან პოლიციის მისამართით გაისროლა – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. მაღაზია “უნივერსამში” შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა მაღაზია ისე დატოვა, რომ არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....