ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„თავდამსხმელის ხელით მოქმედებდა სახელმწიფო“ – მიშა მშვილდაძე თავდასხმის საქმეზე დავას საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელებს

დღეს პროდიუსერმა, ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გამოძიება მისი ცემის საქმეს სასამართლოს გადასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დასრულდა.

მშვილდაძეს თქმით, გამოძიებამ, ფაქტობრივად, ვერაფერი დაადგინა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა.

„მეტრონომი“ მიშა მშვილდაძეს დაუკავშირდა და მის საქმეში არსებული არგუმენტების სიმყარესა და საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართების მოლოდინებზე ესაუბრა.

[su_quote] დარწმუნებული ვარ, არგუმენტები საკმარისია. საქართველოში სახეზეა არასათანადო გამოძიება. როგორც ჩემი ადვოკატი მეუბნება, შევძლებთ საერთაშორისო სასამართლოში დავამტკიცოთ, რომ თავდამსხმელის ხელით, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პოლიციელი და არც სტრუქტურის თანამშრომელი არ იყო, სახელმწიფო მოქმედებდა.

საქმე საერთაშორისო სასამართლოს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად სწრაფად გადაეცემა. ქართული გამოძიების პასუხი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა სიურპრიზი, ამიტომ ჩვენ პარალელურად ვემზადებოდით ამ საქმის გაგრძელებისთვის საერთაშორისო სასამართლოში.

ჩვენ შევძელით გარკვეული მტკიცებულებები მოგვეპოვებინა. პლუს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები არის დასტური, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია. ისინი ხომ მაშინვე ამბობდნენ, რომ ჩემს შემთხვევაში არაფერი მომხდარა. ეს არის გამოძიებაზე ზეწოლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია იმდენად უსუსურია, რომ არც ვიცი, ან ქართველმა მოსამართლემ როგორ უნდა გაიზიაროს, ან უცხოელმა.

ორი ვარიანტია: ან უნდა გავჩერდეთ და ან არა. რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით. [/su_quote]

– განაცხადა მიშა მშვილდაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მშვილდაძეს 27 ივლისს თავს მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი დაესხა.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მასზე თავდასხმა ორგანიზებული იყო. აღნიშნულ საქმეზე ჟურნალისტური გამოეძიების დეტალებს გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....