ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიშა მშვილდაძეზე თავდახმის მომენტში მიმდებარე პერიმეტრზე სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლები დააფიქსირეს – “ტვ ფორმულამ” სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაასაჯაროვა

27 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან პირდაპირი კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გააჩნიათ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ესწრებოდა.

გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე თავდასხმას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ახობაძე კურირებდა.

როგორც ირკვევა, ლევან ახობაძე გიორგი მუმლაძის ნათლიაა. ნათესაობრივი კავშირიდან გამომდინარე, 2022 წელს ლევან ახობაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის თანამდებობა გიორგი მუმლაძეს დააკავებინა.

ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების თანახმად, გიორგი მუმლაძესთან ერთად კიდევ ერთი პირი, სუს-ის თანამშრომელი გადაადგილდება, ხოლო თავდასხმაში მონაწილე მანქანები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.

იტვირთბა....