ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ამ დრომდე უცნობია ვის ეკუთვნის ცხედარი.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს გამოძიება 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

“მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

იტვირთბა....