ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სი ძინპინთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა როგორც ჩინეთ-რუსეთის, ისე თავისსა და სი ძინპინის პირად ურთიერთობებზე.

„სიამოვნებით მივიღე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ფორუმში. ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ჩინეთის პრეზიდენტს…

[მასთან მაქვს} როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ჩინეთი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში.

იტვირთბა....