ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემი თავი დამენახა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რა თქმა უნდა, წავიდოდი პარტიაში“ – ნინო ლომჯარია

ყოფილმა სახალხო დამცველმა, საქართველოს ევროპული ორბიტის ლიდერმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრის“ ეთერში თავის შესაძლო პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა დამოკიდებული იქნება მოცემულობაზე. ამას გამოკვეთავს გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ევროკავშირმა.

„ჩემი პირადი გეგმები დღეს ჩემთვისაც არ არის ძალიან მკაფიო. ზოგადად ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი არ არის ძალიან მკაფიო და ჩემთვის ეს არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან, რა საჭიროება იქნება პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და წინ წავიდეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. კონტურებს გამოაჩენს გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან. ჩემი და ამ ორგანიზაციის ფოკუსი მთლიანად ამისკენაა მიმართული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება კონკრრტულ პოლიტიკურ პარტიას, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აქამდე მას თავი არ დაუნახავს არცერთს პარტიასთან, თორემ მისი წევრი გახდებოდა.

„მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც ერიდებიან კონკრეტულ პარტიასთან აფილაციას იმიტომ, რომ ეს ერთგვარი სტიგმაც არის და ასევე, დამოუკიდებელი ხმა, ასეთი ტიპის პლატფორმებიდან უფრო ჟღერს. მე რომ ჩემი თავი დამენახა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რა თქმა უნდა, წავიდოდი პარტიაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მივიღე შეგნებულად, რადგან ვფიქრობ, ასეთი სივრცეა ჯერ დასაკავებელი“, – თქვა მან.

იტვირთბა....