ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოსთვის ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა – ბორელი

EU-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენის, ჯოზეფ ბორელის, წერილი.

ბორელის თქმით, „ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა“.

„უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა კი კოოპერატიული. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წერილში ასევე საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან”- წერს ბორელი.

იტვირთბა....