ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური – ბოკერია ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ბოკერიას თქმით, ეს გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური.

„გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები, ზოგადად, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით – კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური“, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....