ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან – ზურაბიშვილი სალომე სამადაშვილს შეხვდა

პრეზიდენტის ინიციატივით, შეხვედრა შედგა სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის.

შეხვედრიდან გამოსულმა სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ხელისუფლების მხრიდან დასავლური გზის საბოტაჟით შეშფოთებულია და ახლა ეძებს გზებს, როგორ დაუპირისპირდეს მთავრობის განზრახვას, რომ ქვეყანამ კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

„საქართველოს პრეზიდენტი არის უკიდურესად შეშფოთებული, მე, როგორც მივხვდი ამ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მისი ინიციატივით. იმ ფაქტით, რომ ერთი მხრივ, ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გზა გახსნილია გზა საქართველოსთვის პოლიტიკურად და მეორე მხრივ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

ცხადია, რომ ამ საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი არის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც დაიწყო მმართველმა გუნდმა. პრეზიდენტს სურს, რომ მოძებნოს გზა, რომ ჩვენ როგორმე უზრუნველვყოთ ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ რუსული ოცნება არ ასრულდეს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება გვაქვს.

აინტერესებდა ჩემი აზრი, როგორ შეიძლება ჩვენ უზრუნველვყოთ ის, რომ გავანეიტრალოთ ღარიბაშვილის ხელისუფლების საბოტაჟი ევროპული პროცესისთვის,“ – აღნიშნა მან.

იტვირთბა....