ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდის იყო, სდსს-ს ბალანსზე არსებული თვითმფრინავი კომერციულ შეკვეთებს იღებდა?“ – გუგავა ღარიბაშვილის ჩარტერზე

„მეტრონომი“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ესაუბრა.

გუგავას პრემიერის ქცევის შეფასება ვთხოვეთ.

მისი თქმით, ღარიბაშვილის საქციელს აქვს ორი შეფასება – სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივი თვალსაზისით, ეს დანაშაულია, ხოლო პოლიტიკურით – ამორალური.

გუგავამ აღნიშნა, რომ ოდნავ ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში ღარიბაშვილს პირდაპირ პასუხისგებაში მისცემდნენ სამართალდამცავი ორგანოები.

რაც შეეხება საზოგადოებასა და ოპოციას, მთავრობის ლეიბორისტმა ოპონენტმა გვითხრა, რომ ამას უნდა მოჰყვეს პროტესტი და, საბოლოოდ, ვერდიქტიც უნდა გამოიტანოს ხალხმა.

[su_quote] ღარიბაშვილის ქცევას აქვს ორი შეფასება – სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის დანაშაული, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, პირადი კეთილდღეობისათვის გამოყენება. პრეცენდენტიც არსებობს – მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ ბრალდების ზის ციხეში. აქედან გამომდნარე, კვალიფიკაცია ადვილად მისანიჭებელია.

რაც შეეხება პოლიტიკურ თვალსაზრისს, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური ქცევა. როცა ქვეყანა ასეთ გაჭირვებაშია, ბავშვების 30% შიმშილობს, ქვეყანა იცლება, ახლახანს მომხდარია შოვის ტრაგედია, რომელზეც პირადი პასუხისმგებლობა გეკისრება და თანაც, გვამები ჯერ არ გაცივებულა და შენ ამას აკეთებ, ეს საქციელი ამორალურობის პიკია.

ოდნავ ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, ჰიბრუდულ დემოკრატიებშიცა და გნებავთ ავტორიტარულშიც, ღარიბაშვილს პირდაპირ პასუხისგებაში მისცემდნენ სამართალდამცავი ორგანოები.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მმართველობის ფორმა უპრეცენდენტოა. ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი ოლიგარქი ბუჩქებიდან. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართალი, მართლმსაჯულება და ა.შ.

საზოგადოებამ და ოპოზიციამ ეს, რასაკვირველია, უნდა გააპროტესტოს და ვერდიქტიც, საბოლოოდ, ხალხმა უნდა გამოიტანოს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც საუბრობენ ცილისწამებაზე, რა არის ცილისწამება? არ გაფრინდა ღარიბაშვილი მიუნხენში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე არსებული თვითმფრინავით? სადმე წერია, რომ სამთავრობო ბორტი კერძო რეისებს ასრულებდეს?
ჯერ ერთი, ზღაპარია, რომ ეს თვითმფრინავი ქირავდება. როდის იყო, კომერციულ შეკვეთებს იღებდა სდსს-ს ბალანსზე არსებული ვერტმფრენი?
მერე მეორე, მოგეხსენებათ, პრემიერს არ აქვს არანაირი ბიზნესწარმოების უფლება და ხელფასის გარდა, სხვა არანაირი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს და საიდან მოიტანა 4000-ლარიანი ხელფასის მქონდე პრემიერმა ამდენი ფული ჩარტერული რეისის განხორციელებისთვის.

ამდენად, ზემოაღნიშნული არგუმენტის მოყვანით, „ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები უარესს შვრებიან, უარესს ამბობენ. თუ იქირავა თვითმფრინავი, ე.ი., სხვაგან მოიპარა და იმით იქირავა. მათ, უბრალოდ, გამოსავალი არ აქვთ და რაღაცებს თითხნიან, ჩვენ კი სახელმწიფო ფორმალური ნიშნებითაც აღარ შეგვრჩა. [/su_quote]

– განაცხადა გიორგი გუგავამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

იტვირთბა....